უსაინ ბოლტი მსოფლიოზე ორჯერ გაიქცევა

AutoSharing Option
ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი ლონდონში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას - 100 მეტრი რბენა და 4x100 მეტრზე ესტაფეტა, - ამის შესახებ წერს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია.

უფრო ადრე, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ კარიერის გაგრძელებას.

"გადავწყვიტე, რომ წასვლის დრო მოვიდა, რადგან ყველა დასახულ მიზანს მივაღწიე", - მოჰყავს ბოლტის სიტყვები საერთაშორისო ფედერაციას.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, იამაიკელი განიხილავს ტელევიზიაში მუშაობის შესაძლებლობას, ასევე არ გამორიცხავს საფეხბურთო კარიერის დაწყებას.

მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 4-13 აგვისტოს ლონდონში
გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული