ოსკარ დე ლა ჰოია სამკურნალოა

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოია სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა. ეს ამბავი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერისა და მექსიკელი საულ ალვარესის ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორია დე ლა ჰოიას პრომოუტერული კომპანია - Golden Boy Promotions. მკურნალობის გამო ოსკარი ვერ შეძლებს ამ ბრძოლაზე დასწრებას. ამ ინფორმაციას სააგენტო AP ავრცელებს.

40 წლის დე ლა ჰოია კლინიკაში საკუთარი ნებით წავიდა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. მოკრივემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საკუთარ სენთან" გამკლავება სურს. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს დე ლა ჰოიამ სარეაბილიტაციო ცენტრში
კურსი გაიარა ალკოჰოლსა და კოკაინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ.

დე ლა ჰოია კარიერაში ექვს წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი. სულ მან 45 ბრძოლა ჩაატარა პროფესიულ რინგზე, გაიმარჯვა 39 შეხვედრაში (30 - ნოკაუტით) და ექვსჯერ დამარცხდა. 2007 წელს გაიმართა მისი შეხვედრა ფლოიდ მეივეზერთან, რომელიც ოსკარმა მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

მეივეზერისა და ალვარესის ბრძოლა 14 სექტემბერს, ლას ვეგასში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოსკარ დე ლა ჰოია და ფლოიდ მეივეზერი წაეკიდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული