სტივენსონი მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინირებდა და მეშვიდე რაუნდის ბოლოს კლაუდმა რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო. ამერიკელის მწვრთნელმა ბრძოლის შეჩერება გადაწყვიტა თავისი შეგირდის მარჯვენა თვალის დაზიანების გამო. ასე რომ, სტივენსონმა მოიპოვა IBF-ის საჩემპიონო ტიტული, რომელიც მანამდე კლაუდს ეკუთვნოდა.
კანადელისთვის ეს იყო 22-ე გამარჯვება პროფესიულ რინგზე 23 შეხვედრაში. აქედან სტივენსონმა 19-ჯერ ნოკაუტით მოიგო. კლაუდი მეორედ დამარცხდა 26
* * *
კალიფორნიის ქალაქ კარსონში შედგა ხულიო სეზარ-უმცროსის ნანატრი დაბრუნება რინგზე. ერთწლიანი პაუზა გამოწვეული იყო დისკვალიფიკაციითა და წონის დაგდების პრობლემით. შეგახსენებთ, რომ ჩავესი შარშან, 15 სექტემბერს ქულებით დამარცხდა არგენტინელ სერხიო მარტინესთან, რის შემდეგაც მარიხუანას გამოყენებისთვის ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
ჩავესი ამერიკელ ბრაიან ვერას ხვდებოდა, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა და შეეძლო დაგეგმილი ზეიმი გაეფუჭებინა მექსიკელებისთვის. ყველასთვის მოულოდნელად, ხულიო სეზარი მეორე ნომრით მოქმედებდა და წარმატებული კონტრშეტევების იმედი ჰქონდა. თავის მხრივ, მისი მეტოქე გაბარიტებში დიდი განსხვავების მიუხედავად, მუდმივად წინ მიდიოდა და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის შევიწროებას ცდილობდა.
ვერას ბოლომდე კარგად ეს არ გამოუვიდა, თუმცა მსაჯებს მაინც რთული გადაწყვეტილება ჰქონდათ მისაღები: მათ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი რაოდენობას (ვერას მუშაობა მთელ რინგზე) ან ხარისხს (ჩავესის კონტრშეტევები მძიმე დარტყმებით) შორის.
საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უპირატესობა ჩავესს მიანიჭა - 96:94, 97:93 და 98:92.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დერეკ ჩისორა ევროპის ჩემპიონია