ფოტო-NEWS: მეივეზერის ახალი ბიზნესი

AutoSharing Option
პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით ახალი პირადი თვითმფრინავი გვანახა.

გარდა ამისა, ფლოიდმა განაცხადა, რომ სულ მალე, ლას ვეგასში საკუთარ სტრიპტიზ-კლუბს გახსნის, რომლის სახელწოდება იქნება - Girl Collection.

მეივეზერმა, რომლის კაპიტალი 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ორი კვირის წინ, "ლოს ანჯელეს თაიმსს" მისცა ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა, რომ სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ, შესაძლოა, ერთი ბრძოლისთვის რინგზე დაბრუნებას დათანხმდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული