ჯილდოებისთვის 13 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ 10 წონით კატეგორიაში. ჩვენებურთაგან განსაკუთრებით თბილისელმა ესკერხან მადიევმა (64 კგ) იყოჩაღა: მან ზედიზედ დაამარცხა იაროსლავ ტარადიუკი, რომან მაზალოვი, სტანისლავ სტეპანოვი (სამივე-უკრაინა), ტონი გალსტიანი (სომხეთი) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი ბრძოლის მოგება დააკლდა 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ ნავერიანს. სტარტზე მან ფინელ არსლან ხატაიევს აჯობა, მერე გზიდან ჩამოიშორა მასპინძელი ოლექსანდრ ჟელეზნიაკი,
საქართველოს სპორტულ დელეგაციას ბრინჯაოს მედალი ნიკოლოზ ბეგაძემ (91კგ) მოუტანა: მეოთხედფინალში მან მასპინძელ ანდრიი არშუკოვს სძლია, ნახევაფინალში კი უკრაინელ არკადი კარცანთან ვერაფერს გახდა და მესამე ადგილზე გავიდა.
ტურნირზე პირველი ორთაბრძოლები მოიგეს გიორგი ჩარგაზიამ (60 კგ), სტეფანე მხითარიანმა (75 კგ) და გიორგი ჭიღლაძემ (+91), რომლებმაც გზიდან, შესაბამისად, ვლადისლავ ზარიჩინიუ (უკარაინა), რეზა ჰასან ნია (ირანი) და პავლო კროვულსკიუ (უკრაინა) ჩამოიშორეს, მაგრამ მეოთხედფინალში მათაც ძლეულ მეტოქეთა ბედი გაიზიარეს - დამარცხდნენ ზაროვორ პეტროსიანთან (უკრაინა), ივან პაპაკინსა (უკრაინა) და აიბოლდი დაურენულთან (ყაზახეთი) და მაყურებლებში გადაინაცვლეს.
შეჯიბრებას პირველსავე რაუნდში გამოეთიშნენ შახილ ალახვერდიევი (49 კგ) და გიორგი მანჯავიძე (69 კგ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"