როგორც ადრე გამოაცხადეს, მალე ლეგენდარული მძლეოსანი ვარჯიშს დაიწყებს "დორტმუნდის" შემადგენლობაში და ობამეიანგი გარანტიას იძლევა, რომ უსაინს "ბორუსიაში" იოლი გასეირნება არ ელოდება.
გაბონელმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია მსოფლიოში, გამოწვევა ესროლა ბოლტს. ფორვარდს სურს რბენაში შეეჯიბროს სპრინტერს და უკვე დისტანციაც შესთავაზა - 30 მეტრი.
"გელოდები, მეგობარო, - მიმართა ობამეიანგმა იამაიკელს ტელეარხ CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში. - იმედია, მალე შემოგვიერთდები და შეჯიბრს მოვაწყობთ".
თავად ბოლტი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით
"ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ჩემს გამოწვევას, - თქვა უსაინმა. - მან კარგად იცის, რომ ამ გარბენს მე მოვიგებ".
რაც არ უნდა ილაპარაკონ ობამეიანგმა და ბოლტმა, მათ შორის საუკეთესოს მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ისინი 30-მეტრიანი დისტანციის სტარტზე დადგებიან. ერთხელ, პიერ-ემერიკმა "დორტმუნდის" წინასასეზონო შეკრებაზე 30 მეტრი 3.7 წამში გაირბინა, იმ დროს, როცა იამაიკელმა სპრინტერმა 2009 წელს, 100 მეტრზე თავისი სარეკორდო გარბენისას, პირველი 30 მეტრი 3.78 წამში დაფარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"