პარამკლავჭიდში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის პრიზიორმა ბესიკ ლეკიაშვილმა სპორტის სამინისტროს მიერ გადაცემული 2013 და 2014 წლების საუკეთესო პარასპორტსმენის ჯილდოები დააბრუნა.
პარამკლავჭიდელებმა აქციის მონაწილეებთან მისულ ერეკლე გურჩიანთან საუბარიც არ ისურვეს.
"არ იყო ფინანსური ინტერესი - პარამკლავჭიდის ბიჭები არავის ახსოვდა, - გვითხრა პარამკლავჭიდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი წასიძემ. - წლების განმავლობაში შეჯიბრებებზე ვერ ვახერხებდით წასვლას, ამიტომ ბევრი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა.
პარამკლავჭიდი დაარსების
პარამკლავჭიდი, ჩვენი კომიტეტის პრეზიდენტ გიორგი ჩაკვეტაძის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარალიმპურ კომიტეტს ჩამოაშორეს და სამართავად მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას გადასცეს. და ეს მაშინ, როცა ფედერაციაში შემავალი ნაკრების წევრები ამ ორგანიზაციის თავკაც სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდებიან.
პარალიმპელი სპორტსმენები საკუთარი უფლებების დასაცავად არაფერს დაიშურებენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"