შეჯიბრებებში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. სტამბულში 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ჩვენებურთაგან, ბელა კობალაძისა და ინგა კიკვაძის ხელმძღვანელობით, 16-წლამდელებში თავი გამოიჩინა გაბრიელა ხვედელიძემ, რომელმაც მრავალჭიდში 58,75 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი პრიზი მოიპოვა.
გამარჯვებულს 8 ქულით ჩამორჩა უკრაინელი ვერონიკა ვოზნა. მესამე ადგილზეც მისი თანაგუნდელი კატერინა ჩერნოვუ გავიდა - 47,05 ქულა.
უფროსების მრავალჭიდში 49 ქულით მეორე ადგილი ხვდა თბილისელ თამარ ჭანტურიძეს, რომელიც თურქ ბასაკ ერტეკინს 3,6 ქულით ჩამორჩა.
2002 წელში დაბადებულთა შორის ბურთითა
კალეში (საფრანგეთი) თინათინ ნადირაშვილმა და თამილა ტლაშაძემ სამი სპორტსმენი წაიყვანეს: უფროსებში ლიანა ცეცაძემ მრავალჭიდში (64,4 ქულა) ყველას აჯობა. იგი, ასევე, პირველი იყო რგოლით (16,0), ბურთითა (15,75) და გურზებით (17,0), ხოლო ბაფთით (14,9) - მეორე.
მრავალჭიდში ვერცხლი ხვდა კანადელ ანაბელა კოვაჩს (62,55), ხოლო თბილისელ მედეა გათენაძეს 61,75 ქულით მესამე ადგილი ერგო.
16-წლამდელებში სოფიო ფარულავა გამოდიოდა. მრავალჭიდში მანაც 57,6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე რუსი მარგარიტა მეჟინა გავიდა - 58,25), სამაგიეროდ, ბურთით, გურზებითა და ბაფთით ოქროს მედლები დაიმსახურა, რგოლით ვარჯიშში კი ვერცხლით დაკმაყოფილდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"