ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა თურქეთსა და საფრანგეთში წარმატებით იასპარეზეს

AutoSharing Option
თურქეთსა და საფრანგეთში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირები გაიმართა.

შეჯიბრებებში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. სტამბულში 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ჩვენებურთაგან, ბელა კობალაძისა და ინგა კიკვაძის ხელმძღვანელობით, 16-წლამდელებში თავი გამოიჩინა გაბრიელა ხვედელიძემ, რომელმაც მრავალჭიდში 58,75 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მთავარი პრიზი მოიპოვა.

გამარჯვებულს 8 ქულით ჩამორჩა უკრაინელი ვერონიკა ვოზნა. მესამე ადგილზეც მისი თანაგუნდელი კატერინა ჩერნოვუ გავიდა - 47,05 ქულა.

უფროსების მრავალჭიდში 49 ქულით მეორე ადგილი ხვდა თბილისელ თამარ ჭანტურიძეს, რომელიც თურქ ბასაკ ერტეკინს 3,6 ქულით ჩამორჩა.

2002 წელში დაბადებულთა შორის ბურთითა
(12,6) და რგოლით (12,8) ვარჯიშში პირველი ადგილები ერგო თამუნა ხელაძეს. 2003 წელს დაბადებულებში მეორე ადგილებზე გავიდნენ ქეთევან არბოლიშვილი (უსაგნოდ ვარჯიშში - 10,65) და ნიტა ლომიძე (რგოლით - 9,9), ხოლო სალომე ოქროპირიძემ სახტუნელათი (9,35) მესამე ადგილი დაიკავა.

კალეში (საფრანგეთი) თინათინ ნადირაშვილმა და თამილა ტლაშაძემ სამი სპორტსმენი წაიყვანეს: უფროსებში ლიანა ცეცაძემ მრავალჭიდში (64,4 ქულა) ყველას აჯობა. იგი, ასევე, პირველი იყო რგოლით (16,0), ბურთითა (15,75) და გურზებით (17,0), ხოლო ბაფთით (14,9) - მეორე.

მრავალჭიდში ვერცხლი ხვდა კანადელ ანაბელა კოვაჩს (62,55), ხოლო თბილისელ მედეა გათენაძეს 61,75 ქულით მესამე ადგილი ერგო.

16-წლამდელებში სოფიო ფარულავა გამოდიოდა. მრავალჭიდში მანაც 57,6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე რუსი მარგარიტა მეჟინა გავიდა - 58,25), სამაგიეროდ, ბურთით, გურზებითა და ბაფთით ოქროს მედლები დაიმსახურა, რგოლით ვარჯიშში კი ვერცხლით დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლამაზი კოსტუმი აცვია.ძალიან ძლიერი ტანმოვარჯიშეა.
nino
11:10 23-06-2013
0
გაბრიელა ძალან ნიჭიერი ტანმოვარჯიშეა.მან ახალი სიტყვა თქვა ქართულ ტანვარჯიშის სინამდვილეში.ყოჩაღ გაბი. მადლობა მის მრწრთვნელებს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული