75 წლის ასაკში ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ღირსების ორდენის კავალერი. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

altლევან თედიაშვილი: "მამა,

სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი; ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ ბუმბერაზო ადამიანო და მოჭიდავევ! თქვენ უკვე დაამარცხეთ სიკვდილი და უკვდავჰყავით თქვენი სახელი! მშვიდად განისვენეთ ჩემპიონო თქვენს გმირ შვილთან ერთად!
llcl
13:21 17-02-2024
0
ადამიანი, რომელიც ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან და შეუერთდა სასიქადულო ქართველების იმქვეყნიურ არმიას. მშვიდად განისვენე ჭეშმარიტო რაინდო, თქვენთვის ნამდვილად მსუბუქი იქნება ქართული მიწა. მის ნაკვალევზე ასეულობით ქართველი გაიზარდა და კიდევ მრავალი დაიზრდება. უკვდავი გოგია-ლევან თედიაშვილი!!!
ATP 16
13:48 17-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული