დიდი გაყრა ოლიმპიურ კომიტეტში - 2020 და 2024 წლებში ოლიმპიური პროგრამა არ შეიცვლება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეწყვიტა თანამშრომლობა მსოფლიოში სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელთან - "მაკდონალდსთან".

McDonald’s ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი სპონსორი 1976 წლიდან იყო, 2012 წელს კი კიდევ რვა წლით გაახანგრძლივა თანამშრომლობა. მაგრამ, ამ მომენტისთვის, მხარეებმა მიიღეს თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილება. ბოლო გარიგების ღირებულება 100 მილიონ დოლარს უდრიდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

მიუხედავად ამისა, McDonald’s რჩება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის სპონსორად და ოლიმპიურ სოფელს საკვებით მოამარაგებს.

* * *
სპორტის ყველა სახეობა, რომელიც წარმოდგენილი იყო 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, დარჩება 2020 და 2024 წლების ზაფხულის
თამაშების განრიგში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა.

ასე რომ, 2024 წლის თამაშების პროგრამაში შენარჩუნებული იქნება შვიდკაცა რაგბისა და გოლფის ტურნირები, რომლებიც, თავდაპირველად, 2016 და 2020 წლების ოლიმპიადების პროგრამაში ჩასვეს.

სულ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სტარტები სპორტის 28 სახეობაში იმართებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული