სოჭის ოლიმპიადის ორიგინალური მედლები

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლების პრეზენტაცია. ცერემონია მიჰყავდათ "სოჭი-2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტს დმიტრი ჩერნიშენკოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს სვეტლანა ჟუროვას.

ოლიმპიური მედლების წონა 460-დან 531 გრამამდე მერყეობს და ის მედლის სინჯზეა დამოკიდებული. "მეტალისა და პოლიკარბონის უჩვეულო შერწყმა მედალს მეტ ჰაეროვნებასა და თვითმყოფად სილამაზეს ანიჭებს", - განაცხადა ჩერნიშენკომ.

მედლის ერთ მხარეს გამოსახულია ოლიმპიური რგოლები, მეორე მხარეს - სპორტის სახეობის დასახელება (ინგლისურ ენაზე) და სოჭის ოლიმპიადის ემბლემა. პარალიმპიელთა მედლების დიზაინი თითქმის არ განსხვავდება ოლიმპიელებისთვის განკუთვნილი მედლებისგან.

სულ სოჭის
ოლიმპიადაზე სპორტის 15 სახეობაში გათამაშდება მედლების 98 კომპლექტი. თამაშებისთვის, ჯამში, დამზადდება 1300 მედალი. მედლების მოსაპირკეთებლად დაიხარჯება 3 კილოგრამი სუფთა ოქრო.

სოჭში ზამთრის ოლიმპიადა 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართება, პარალიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი კი 9-16 მარტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული