სოჭის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 99 მილიარდი რუბლი გამოიყო - ამის შესახებ ამას წინათ განაცხადა პუტინმა სახელმწიფო ტელეარხებისა და რადიოსადგურების ღია ეთერში.
ხსენებულ თანხას ემატება დამატებით მოზიდული 144 მილიარდი რუბლი. ხარჯები ოლიმპიური და ორი მედიასოფლის, 14 სპორტული ობიექტისა და მომსახურების 22 ობიექტის მშენებლობაზეა გათვლილი.
ტრანსპორტი უფასოდ
სოჭის ოლიმპიადის ტრანსპორტის დირექციამ გამოაცხადა, რომ ოლიმპიადის შეჯიბრებების ადგილამდე მისასვლელად საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაყურებლებისთვის იმუშავებს უფასოდ.
ეს თხოვნა უკვე გადაეგზავნა ფედერალურ მთავრობას. უფასო იქნება აგრეთვე ელექტრომატარებლებით მგზავრობა.
ცნობილია მატარებლების მოძრაობის მარშრუტები და
ოლიმპიადის დღეებში სოჭში შეიზღუდება საქალაქთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა, სოჭელებს კი ურჩევენ, არ გამოიყენონ საკუთარი ავტომობილები და გადასაადგილებლად ისარგებლონ საქალაქო ტრანსპორტით.
ლონდონი - სოჭი
"სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებამ არნახულად სასურველ დონეზე აიყვანა დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობა", - ამას აცხადებს ბრიტანეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი ჰიუ რობერტსონი.
ოლიმპიური თამაშების ჩატარების გამოცდილების გაზიარებაში ლონდონი მხარში უდგას რუსეთს.
"ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან. ბევრ ადამიანს პირადად ვიცნობ, რადგან არაერთხელ შევხვედრივარ. აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით, რასაც სოჭში ვხედავ" - ამბობს რობერტსონი.
თენგიზ გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"