გია ბუღაძე: სპორტსმენი რომ ვიყო, სოჭში კაცური ღირსების გამო არ წავიდოდი

AutoSharing Option
ოლიმ­პი­ა­დის აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბის ცნე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სეთ­მა და­არ­ღვი­ა, რო­ცა აგ­ვის­ტოს ომ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის რუ­სე­თის "გმი­რად" შე­რაცხი­ლი პი­ლო­ტი ივან ნე­ჩა­ე­ვი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ერ­თ-ერთ მე­ჩი­რაღ­დნედ შე­არ­ჩი­ა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამან მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც - სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ქვეყ­ნის­თვის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა და ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კოტს ითხ­ოვს.

ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რას ფიქ­რო­ბენ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტის სა­კითხ­ზე საზოგადოების ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გია ბუ­ღა­ძე (მხატ­ვა­რი):
"მე რომ სპორ­ტსმე­ნი ვი­ყო, იქ ნამ­დვი­ლად არ წა­ვი­დო­დი - უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რი ღირ­სე­ბის გა­მო. ამით რუ­სე­თი კი­დევ ერ­თხელ გვე­უბ­ნე­ბა: რო­დე­საც მო­მინ­დე­ბა, თავ­ზე გა­და­გივ­ლი და
შენს ღირ­სე­ბას გავ­თე­ლა­ვო!

გა­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ამო­დე­ნა ქვე­ყა­ნა­ში მე­ჩი­რაღ­დნედ სხვა ვინ­მე მო­ე­ძებ­ნათ? - არა, მა­ინცდამა­ინც აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე შე­არ­ჩი­ეს - თა­ნაც, "გმი­რი".

რუ­სე­თის ბუ­ნე­ბაა ასე­თი - თავს რომ და­უხ­რი, უფ­რო მე­ტად გა­და­გივ­ლის; მო­ე­ფე­რე­ბი? - უფ­რო მე­ტად გაგ­თე­ლავს და გულ­ზე გაგ­ხეთ­ქავს - ეს არის მა­თი პო­ლი­ტი­კა და ჩვენც უნ­და და­ვუწ­ვეთ და თა­ვი ვა­ცე­მი­ნოთ?! ეს არის კი­დევ ერ­თი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოდ არ მი­აჩ­ნი­ათ, ღირ­სე­ულ ხალ­ხად არ მი­ვაჩ­ნი­ვართ! ეტყ­ო­ბა, უნ­დათ, ბო­ლომ­დე გა­დაგ­ვყლა­პონ და გაგ­ვსრი­სონ, რო­გორც ერი.

მათ­თვის ჩვენ ვართ სა­თა­მა­შო, პამ­პუ­ლა, მხდა­ლი ნა­ცი­ა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს გა­უ­ბე­დავ. ვი­ცი, რომ გა­მოხ­ტე­ბი­ან ჩვე­ნი რუ­სო­ფი­ლე­ბი და იტყ­ვი­ან: რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე­ჩი­რაღ­დნე ვინ იქ­ნე­ბა­ო? - კი ბა­ტო­ნო, და­უ­წე­ქით რუ­სეთს და სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ნა­ირ ღირ­სე­ბას წა­გარ­თმე­ვენ".


დი­მა ჯა­ი­ა­ნი (აფ­ხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი):
"თუ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მხარს დაგ­ვი­ჭე­რენ და ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს იტყ­ვი­ან, მა­შინ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბიც არ უნ­და წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა და სა­ერ­თოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამ­გვარ პრო­ვო­კა­ცი­ებს არ აჰ­ყვე­ბა, რად­გან უაზ­რო­ბაა, რუ­სეთს ყელ­ში ეცე და ძა­ლით და­უ­პი­რის­პირ­დე".

გე­ნო კა­ლან­დია (პო­ე­ტი, რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი):
"ალ­ბათ, რუ­სე­თი - XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებში ჩარ­ჩა - რო­ცა ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი ინ­გრე­ვა და მსოფ­ლიო წინ მი­დის, რა დროს მავ­თულ­ხლარ­თე­ბი­ა? უბ­რა­ლოდ, სირ­ცხვი­ლია ის, რაც ხდე­ბა, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ.

გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ პუშ­კი­ნის, ტოლ­სტო­ი­სა და დოს­ტო­ევ­სკის რუ­სე­თი მიყ­ვარს, მაგ­რამ იმას რომ ვუ­ყუ­რებ, რაც დღეს ხდე­ბა, გუ­ლი მტკი­ვა!

ეს - სა­ში­ნე­ლე­ბა­ა, აუ­ტა­ნე­ლი­ა. თა­ნაც, ვფიქ­რობ, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის ბო­ი­კო­ტის გა­მოცხ­ა­დე­ბა მოგ­ვცემს რა­მეს? - არა მგო­ნია, ამან დი­დი წინ­სვლა მოგ­ვი­ტა­ნოს. ომი ნამ­დვი­ლად არ მიკ­ვირს, აფ­ხა­ზე­თი­დან ვარ, თა­ნაც, ომის ვე­ტე­რა­ნი, მაგ­რამ რაც დღეს ხდე­ბა, ეს უბე­დუ­რე­ბა­ა.


მარი ონეზაშვილი
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი: რუ­სე­ბის­გან წყე­ნა ისევ მახ­სოვს
გიორგი ასანიძე: ახლა ვერ გიპასუხებთ, წა­ვი­დო­დი თუ არა სოჭ­ში, საგ­ზუ­რი რომ მქო­ნო­და
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული