ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
გია ბუღაძე (მხატვარი):
"მე რომ სპორტსმენი ვიყო, იქ ნამდვილად არ წავიდოდი - უბრალოდ, კაცური ღირსების გამო. ამით რუსეთი კიდევ ერთხელ გვეუბნება: როდესაც მომინდება, თავზე გადაგივლი და
განა არ შეიძლებოდა, რომ ამოდენა ქვეყანაში მეჩირაღდნედ სხვა ვინმე მოეძებნათ? - არა, მაინცდამაინც აგვისტოს ომის მონაწილე შეარჩიეს - თანაც, "გმირი".
რუსეთის ბუნებაა ასეთი - თავს რომ დაუხრი, უფრო მეტად გადაგივლის; მოეფერები? - უფრო მეტად გაგთელავს და გულზე გაგხეთქავს - ეს არის მათი პოლიტიკა და ჩვენც უნდა დავუწვეთ და თავი ვაცემინოთ?! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ საქართველო სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, ღირსეულ ხალხად არ მივაჩნივართ! ეტყობა, უნდათ, ბოლომდე გადაგვყლაპონ და გაგვსრისონ, როგორც ერი.
მათთვის ჩვენ ვართ სათამაშო, პამპულა, მხდალი ნაცია, რომელსაც ყველაფერს გაუბედავ. ვიცი, რომ გამოხტებიან ჩვენი რუსოფილები და იტყვიან: რა მნიშვნელობა აქვს, მეჩირაღდნე ვინ იქნებაო? - კი ბატონო, დაუწექით რუსეთს და საბოლოოდ ყველანაირ ღირსებას წაგართმევენ".
დიმა ჯაიანი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი):
"თუ დასავლეთის ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ და ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, მაშინ ქართველი სპორტსმენებიც არ უნდა წავიდნენ, მაგრამ დღევანდელი მთავრობა და საერთოდ, "ქართული ოცნება" ამგვარ პროვოკაციებს არ აჰყვება, რადგან უაზრობაა, რუსეთს ყელში ეცე და ძალით დაუპირისპირდე".
გენო კალანდია (პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი):
"ალბათ, რუსეთი - XIX-XX საუკუნეებში ჩარჩა - როცა ბერლინის კედელი ინგრევა და მსოფლიო წინ მიდის, რა დროს მავთულხლართებია? უბრალოდ, სირცხვილია ის, რაც ხდება, რასაც ისინი აკეთებენ.
გამოგიტყდებით, რომ პუშკინის, ტოლსტოისა და დოსტოევსკის რუსეთი მიყვარს, მაგრამ იმას რომ ვუყურებ, რაც დღეს ხდება, გული მტკივა!
ეს - საშინელებაა, აუტანელია. თანაც, ვფიქრობ, სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება მოგვცემს რამეს? - არა მგონია, ამან დიდი წინსვლა მოგვიტანოს. ომი ნამდვილად არ მიკვირს, აფხაზეთიდან ვარ, თანაც, ომის ვეტერანი, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს უბედურებაა.
მარი ონეზაშვილი
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილი: რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს
გიორგი ასანიძე: ახლა ვერ გიპასუხებთ, წავიდოდი თუ არა სოჭში, საგზური რომ მქონოდა