ბაქო 2015. ფარიკაობა: თეოდორა კახიანს თავი არ დაუზოგავს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ფარიკაობაში ჩვენს მეორე მონაწილესაც ხელი მოეცარა. წინა დღეს თეონა გოგლიძემ რაპირით ინდივიდუალურ საკვალიფიკაციო ასპარეზობაში ჯგუფიდან ვერ წაიწია წინ, გუშინ კი ისევ საწყის ეტაპზე გაიზიარა მისი ბედი 21 წლის თეოდორა კახიანმა.

არადა, სტარტი როგორი საიმედო იყო - ჩვენმა მოხმალავემ C ჯგუფში პირველი ბრძოლა ლაღად და დიდი უპირატესობით - 5:1 მოუგო ფრანგ მარგაუტ რიფკისს.

მომდევნო შეხვედრაში მისი მეტოქე იყო გერმანიის წარმომადგენელი, ტიტულოვანი ანნა ლიმბაჩი. კახიანმა, პირველი წარმატებით გულმოცემულმა, ერთხანს ღირსეული წინააღმდეგობა კი გაუწია ძლიერ მეტოქეს, მაგრამ მაღალი ოსტატობის ხარჯზე გამარჯვება მაინც
გერმანელს დარჩა - 5:3.

იმავე ანგარიშით თეოდორამ მესამე პაექრობა უკვე რუს იანა ობვინცევასთან წააგო. ამის შემდეგაც ჩვენმა სპორტსმენმა მთელი ძალით იბრძოლა, თუმცა, ისევ ერთნაირი ანგარიშით (1:5) იწვნია მარცხი ბოლო ორ შეხვედრაში ჯერ პოლონელ ანგელიკა ვატორთან, შემდეგ - ალინა კომაშჩუკთან და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

დავძენთ, რომ სწორედ ამ ჯგუფიდან ვატორმა ფინალში, კომაშჩუკმა კი მეოთხედფინალში გააღწია. ამით ჩვენი მოფარიკავეებისთვის თამაშები დასრულდა.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული