USA Today-ს პროგნოზი: საქართველო ოლიმპიადაზე 5 მედალს აიღებს

AutoSharing Option
ამერიკულმა გაზეთმა USA Today-მ რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა სახეობაში სავარაუდო მედალოსნების სია ჩამოწერა.

მაშ ასე, ამერიკული გაზეთის ვერსიით, საქართველოს ოლიმპიელები სულ 5 მედალს მოიპოვებენ.

ძიუდოში, 81 კგ. წონით კატეგორიაში ამერიკელები ავთანდილ ჭრიკიშვილს ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

90 კგ. წონით კატეგორიაში მათ ვალერი ლიპარტელიანისთვის ბრინჯაოს მედალი გაიმეტეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში ამერიკელთა აზრით, ფინალში დამარცხდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მას 57 კგ წონით კატეგორიაში ირანელი ჰასან რაჰიმი მოუგებს.

დანარჩენი ორი მედალიც "თავისუფლების" "ანგარიშზეა" - 97 კგ-ში ბრინჯაოს ელიზბარ ოდიკაძე
მიიღებს, 15-ში კი - გენო პეტრიაშვილი.

მაშ ასე USA Today 2 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს იმეტებს ქართველებისთვის. შეგახსენებთ, რომ წინა ოლიმპიადაზე ლონდონში, ქართულმა დელეგაციამ 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი-ბრინჯაო მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ზიზუს-უცენზურო სიტყვა რომ დამეწერა არ გამოაქვეყნებდნენ.ისე, სხეულის რა ნაწილითაც სკამზე ზის ადამიანი ქვია საჯდომი,შესაბამისად ამერიკული გაზეთის საქციელს-გასაჯდომება
01 აგვისტო 2016 12:26
0
ეე, ძალოსნები ? ტალახაძე ?
kote
01 აგვისტო 2016 09:50
0
ნ-ს. ძალიაგ გთხოვ აგვიხსნა სიტყვა "გაგვისაჯდომეს" შინაარსი. მართლა პირველად მესმის!! მადლობა.
zizu
01 აგვისტო 2016 09:42
0
3 ოქრო იქნება სულ მცირე და კიდე 5 ვერცხლი/ბერინჯაო)))
ქართველი
01 აგვისტო 2016 09:23
0
5 ოქრო იქნება უსათუდეი..
გუჯა
01 აგვისტო 2016 08:28
0
სამი სინჯის მედალს ძიუდოში ავიღებთ მარტო.
Geo
01 აგვისტო 2016 08:28
0
კი მაგრამ ლაშა ტალახაძის ოქრო ძალოსნობაში?
levan
01 აგვისტო 2016 07:08
0
ტალახაძე, ხინჩეგაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი და პეტრიაშვილი! ამ ექვსეულიდან 4 აუცილებლად აიღებს ოქროს!
++**
01 აგვისტო 2016 06:42
0
... ამრიკელებს ყველა დზიუდოისტი მედლისტვის გასტვალისწინებელია ესეთი ნაკრებიტ ჯერ ოლიპიადაზე არ ყოფილა ცჰვენი დელეგაცია
luka
01 აგვისტო 2016 03:44
0
105+ kg
Gold: Peter Nagy, Hungary
Silver: Almir Velagic, Germany
Bronze: Rustam Djangabaev, Uzbekistan

არადა ამ ნაგის 217ზე მეტი ატაცში არ აუწევია არასდროს და ტალახაძე აკვრაში დადებს მალე 217 ;))) აზრზე არ იყო ვინც დაწერა არაფრის
ქწერტყ
01 აგვისტო 2016 01:49
0

სიახლეები პოპულარული