რიო 2016: ბექა ღვინიაშვილი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
11 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი რიოს ოლიმპიადაზე რეპეშაჟში დამარცხდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში იაპონელ რაინოსუკე ჰაგას შეხვდა და მხოლოდ ერთი გაფრთხილებით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილი მეოთხედფინალში ფრან სირილე მარეტთან ვაზარით დამარცხდა.

აქამდე ღვინიაშვილი მერვედფინალში ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო შემდე ვაზარი და ბოლო იპონზეც დააგდო.

მანამდე კი 20 წლის ღვინიაშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტოა, პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა.
ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ვეთანხმები dudu-ს. მთავარი მწვრთნელის კვალიფიკაცია ჩვენი მოჭიდავეებისათვის არ საკმარისია.
მამუკა
09:06 12-08-2016
0
გული არ გაიტეხო წინ კიდევ რამოდენიმე ოლიმპიადა გელოდება!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული