რიო 2016: ზურაბ დათუნაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (75) რიოს ოლიმპიადაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

დათუნაშვილის პირველი მეტოქე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ყაზახი დეჟან კარტიკოვი იყო, რომელთანაც ქართველი ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

იმ შემთხვევაში თუ ყაზახი მოჭიდავე ფინალში გავა, დათუნაშვილი ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს. თუ ყაზახი ფინალში ვერ გავიდა, მაშინ დათუნაშვილისთვის ოლიმპიადა დასრულდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
უნდა გაითვალისწინოთ,რომ ოლიმპიადაზე ყველა მოგებისთვის ჩადის.მეორეც ეს ბერძნულ-რომაული მართლაც მარაზმი გახდა.მარტო ჯიკაობაა ისე გათანაბრდა დონე.სწორია აკრძალვა,რომ უნდოდათ.
j.ch.
11:57 15-08-2016
0
ხალხოო ცოტა დაინდეთ ადამიანი.. ჩავარდებით აუცილებლად ისეტ სიტუაციაში ,როცა მიხვდებით რომ არ უნდა განგეკითხათ ადამიანი ესეთ სიტუაციაში.. სხვის ლანძგვაში მაგრები ხართ...
te te
11:27 15-08-2016
0

სიახლეები პოპულარული