რიო 2016: გენო პეტრიაშვილმა საქართველოს მეშვიდე მედალი მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე ბრინჯაოს, სულ კი მეშვიდე მედალი მოუტანა.

სანუგეშო ტურნირში 22 წლის ქართველმა ფალავანმა ჯერ კანადელ ქორი ჯარვისს 9:2 სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ამერიკელ ტერველ დლაგნევს სუფთად, 30 წამში მოუმთავრა საქმე - 10:0.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 აჯობა, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 მოუგო.

მეოთხედფინალში გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება
ბოლო 2-ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4)

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას ადრევე გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

შეგახსენებთ, რომ მანამდე რიოში ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. ვერცხლს ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

 

მკითხველის კომენტარები / 16 /
გილოცსვ გენო!მორიდება სპორტში არ არის აუცილებელი, მეტი სითამამეა საჭირო.
Amiran
22:58 21-08-2016
0
გენოს ვულოცავ! ამერიკელი კი, აშკარად, რაღაც არ იყო თავის ფორმაში...
3.141592
15:39 21-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული