ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიოს ოლიმპიადის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მოკვეთა

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (United World Wrestling) უმაღლესი კატეგორიის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი საქმიანობიდან მოკვეთა. ამის შესახებ გამოცემა Inside the games-ი იუწყება.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიზეზი 15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში ქართველის მსაჯობა გახდა, რომელშიც რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძემ უკრაინელ ჟან ბელენიუკს მოუგო და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ყაზარაშვილმა თანამემამულის მხარე დაიჭირა და არაობიექტურად იმსაჯა. ამ ფაქტს უკრაინის სპორტის მინისტრიც კი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მის თანამემამულეს
ოქრო "მოპარეს"...

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

ყაზარაშვილის გარდა, "მსაჯობის საეჭვო მანერის" გამო საქმიანობას სამხრეთკორეელი ტონ კინ ჩონი და რუსი სერგეი ნოვაკოვსკიც ჩამოაშორეს.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ეთიკური კომისია გამოძიებას ჩაატარებს, რის შემდეგაც არბიტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება-არდაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს.

მანამდე თემურ ყაზარაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.

"არანაირ საყვედურს, მით უმეტეს, ბრალდებას არ მივიღებ, რადგან ცამდე მართალი ვარ ყველაფერში", - თქვა არბიტრმა.

- თემურ ყაზარაშვილი: მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი
მკითხველის კომენტარები / 24 /
რახან ასეთი "მსაჯთა ეთიკის კომისიები" არსებობს, აუცილებელია, რომ ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ დააყენოს იმ კორეელი მსაჯის ობიექტურობის საკითხი განსახილველად (აი იმის, სერბ მოჭიდავეს ძალით რომ მოაგებინა შმაგი ბოლქვაძის წინააღმდეგ). ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებო, ეს არის თქვენი პირდაპირი მოვალეობა! დამიჯერეთ - ეხლა თუ არ მოახდენთ რეაგირებას (თურმე აქვს აზრი!), მერე გვიან იქნება - კიდევ ბევრ ქართველ მოჭიდავეს დაგვიჩაგრავენ!
Gio
23 აგვისტო 2016 01:06
0
დათო ჩაკვეტაძე ლამის ერის მოღალატეთ გამოაცხადეს ზოგიერთმა იდიოტმა. აქ ნაკრებში არ აიყვანეს, ჰოდა წავიდა რუსეთის ნაკრებში. გახდა კიდეც ოლიმპიური ჩემპიონი. ძლიერი ბიჭია ასეთებს გაფრთხილება უნდა. წარმოშობით ქუთაისელია. საქართველოში ვინ გვყავს ასეთი? ყველგან ჩაწყობაა, ეს ღუპავს საქმეს.
kaxi
22 აგვისტო 2016 23:38
0
მე როგორც ვიცი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არ იყო პრეტენზია, სხვა შეხვედრის მსაჯობა დააყენეს ეჭვ ქვეშ!
moqalaqe
22 აგვისტო 2016 23:06
0
წიგნები... წიგნები წაიკითხეთ ბევრმა წიგნები...))) კონკრეტულ მწერლებს მიხვდებით...)))) გამგები გაიგებს...) უწიგნური ერი.........
svani
22 აგვისტო 2016 22:53
0
მე ვუყურე ამ შეხვედრას თავზე დაახია ტრიკო ამ ნიგერს რა სჭირდა მისახმარებელი! უბრალოდ ვერ ინელებენ რომ ერს ბიჭი რუსეთის სახელით გახდა ჩემპიონი ეს დამპლები!აქ რომ დარჩენილიყო შეიძლება ნაკრებში არც აეყვანათ!გაუმარჯოს ღმერტმა!
kaza
22 აგვისტო 2016 22:04
0
ჯერ ერთი, არავის მოუკეთავს. უბრალოდ დროებით შეუჩერეს მსაჯობის უფლება, დასკვნითი დღის ფინალურ ეტაპზე.
მეორე, ეს მოხდა არა ჩაკვეტაძე-ბელენიუკის ფინალური შეხვედრის, არამედ პუერტო რიკოელის და უზბეკის მეოთხედფინალური შეხვედრისთვის (65 კგ-მდე).
მესამე, არსებობს ოფიციალური საიტი ორგანიზაციის, სადაც ეს ყველაფერი გარკვევით წერია და ამ ყველაფერს ჯერ გაგება უნდა, მერე სწორად თარგმნა. სხვანაირად გამოდის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია :)
Levan
22 აგვისტო 2016 19:33
0
ეგ ის სამხრეთ კორეელია ხენჩიგაშვილს რომ კინაღამ წააგებინა ალიევთან
x
22 აგვისტო 2016 19:17
0
რამდენჯერმე გადავახვიე და ვნახე ეს შეხვედრა. აშკარად მოიგო დათომ . რას ერჩიან იცით–რახან რუსეთმა აიღო ოქრო ეს ვერ მოუნელებიათ,ბოღმა ახრჩობთ, გულზე სკდებიან და მიზეზს ეძებენ. ალბათ ოდესიდან ის დაკომპლექსებული დისტროფიკიც აგულიანებს ამ იდიოტებს.
გელა
22 აგვისტო 2016 19:16
0
GENACVALE TEMUR HVEN PATARA KVEKNIS SVILEBI VART ROMELSAC COTA MXARDAHERA UNDA
AVTANDILI GORI
22 აგვისტო 2016 18:05
0
ძალიან კარგი!! ჩვენი სპორცმენისთვის რომ ვინმეს ეგრე გაეკეთებინა წარმოგიდგენიათ საერთოდ?! იმ ვიღაც რუსს ვეღარ წაართმევენ მედალს, შერჩა)))
svani
22 აგვისტო 2016 17:32
0

სიახლეები პოპულარული