ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიოს ოლიმპიადის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მოკვეთა

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (United World Wrestling) უმაღლესი კატეგორიის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი საქმიანობიდან მოკვეთა. ამის შესახებ გამოცემა Inside the games-ი იუწყება.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიზეზი 15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში ქართველის მსაჯობა გახდა, რომელშიც რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძემ უკრაინელ ჟან ბელენიუკს მოუგო და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ყაზარაშვილმა თანამემამულის მხარე დაიჭირა და არაობიექტურად იმსაჯა. ამ ფაქტს უკრაინის სპორტის მინისტრიც კი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მის თანამემამულეს
ოქრო "მოპარეს"...

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

ყაზარაშვილის გარდა, "მსაჯობის საეჭვო მანერის" გამო საქმიანობას სამხრეთკორეელი ტონ კინ ჩონი და რუსი სერგეი ნოვაკოვსკიც ჩამოაშორეს.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ეთიკური კომისია გამოძიებას ჩაატარებს, რის შემდეგაც არბიტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება-არდაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს.

მანამდე თემურ ყაზარაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრალდებები მის მიმართ უსაფუძვლოა.

"არანაირ საყვედურს, მით უმეტეს, ბრალდებას არ მივიღებ, რადგან ცამდე მართალი ვარ ყველაფერში", - თქვა არბიტრმა.

- თემურ ყაზარაშვილი: მთელი სულით და გულით ჩვენს ბიჭებთან ვიყავი
მკითხველის კომენტარები / 24 /
ხომ იცოდნენ,რომ ეთნიკურად ქართველი ჭიდაობდა ფინალში და რაღა ქართველი დანიშნეს მსაჯად? რა სხვა არავინ იყო,ამ შემთხვევაში ეს ჭიდაობის ფედერაციის წევრებია დასასჯელი და საქმეს ჩამოსაშორებელი,ვიდრე მსაჯი,რა კომპენტენციის პრობლემაა,მსაჯთა კოლეგიაც უპასუხიმგებლოა და დასაჯელი და თანაც მკაცრად.
Lasha
22 აგვისტო 2016 17:16
0
მსაჯობის უფლება ჩამოარტვესო, რომ წერთ, ჩაკვეტაძეს არ ცამოართვეს ოქროს მედალი?! რა გამოდის, მსაჯი კი დაისაჯა, მაგრამ სედეგი იგივე დარჩა. უაზრობაა.
გელა
22 აგვისტო 2016 16:58
0
მე ამ საქმეში კომპენტენტური არ ვარ და ვერ ვიტყვი,რომ მაინცდამაინც მიემხრო,მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო,ხომ იცოდნენ,რომ ეთნიკურად ქართველი ჭიდაობდა ფინალში და რაღა ქართველი დანიშნეს მსაჯად? რა სხვა არავინ იყო,ამ შემთხვევაში ეს ჭიდაობის ფედერაციის წევრებია დასასჯელი და საქმეს ჩამოსაშორებელი,ვიდრე მსაჯი,რა კომპენტენციის პრობლემაა,მსაჯთა კოლეგიაც უპასუხიმგებლოა და დასაჯელი და თანაც მკაცრად.
roma
22 აგვისტო 2016 16:45
0
ამ ჭიდაობის ვიდეოს ვერ დადებთ? გმადლობთ
ჰმ
22 აგვისტო 2016 16:17
0

სიახლეები პოპულარული