ტერორისტები რიო დე-ჟანეიროში ოლიმპიადის დღეებში წყლის მოწამვლას აპირებდნენ

AutoSharing Option
დამნაშავეთა დაჯგუფება, რომელიც რიო დე-ჟანეიროში ოლიმპიადის დღეებში დააკავეს, ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებდა, რათა შეჯიბრების პერიოდში წყალი მოეწამლა. ამის შესახებ ბრაზილიური პორტალი R7 იუწყება.

როგორც ირკვევა, დაჯგუფება Jundallah-ის ("უფლის ჯარისკაცები") წევრები ერთმანეთს ელექტრონული ფოსტით უკავშირდებოდნენ და ასე ადგენდნენ სამოქმედო გეგმას.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისიდან 12 აგვისტომდე ბრაზილიაში 15 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა 12 სექტემბრამდე აქვთ შეფარდებული, 9 სექტემბრამდე კი სამართალდამცველებმა ყველა სამხილი და მასალა უნდა გამოიკვლიონ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ავადმყოფების არსებობა დედამიწაზე, სუფთად უფლის სასჯელია
ალეკსანდრე
16:14 03-09-2016
0

სიახლეები პოპულარული