ტურნირმა საინტერესოდ ჩაიარა, მაგრამ სპორტული მხარე არ იყო ამ აქციის საკვანძო მოვლენა. აქციის ორგანიზატორთა მიზანი იყო სოციალურად დაუცველი მოზარდების პრობლემატიკის წინ წამოწევა. ამ მიზნით, ტურნირზე მოიწვიეს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის აღსაზრდელები, რომლებმაც ორგანიზატორებისა და მხარდამჭერი კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს. ბავშვებმა ითამაშეს ბოულინგი და მიიღეს მონაწილეობა მათთვის ორგანიზებულ სპეციალურ
ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი გვილავას თქმით, მსგავსი ტიპის აქციების ჩატარება ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მსგავს ინიციატივებს მერია მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.
ირაკლი გვილავა: "დღევანდელი აქცია სპორტული თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალზე კეთილშობილური მისიითაც იყო ორგანიზებული: ერთობლივი ძალებით დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ მოზარდებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ყველამ გარკვეული, თუნდაც მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერაში".
"რა თქმა უნდა, სპორტი და აქტიური დასვენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მისია, რაც ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი ხაზი იყო და სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდაჭერას გულისხმობდა, განსაკუთრებულია და ქართული საზოგადოებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს.
ეს ბავშვები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ მხოლოდ თბილისის მერია და ჩვენ არ უნდა ვიდგეთ მათ გვერდში. ჩვენი სურვილია ამ საკითხის აქტუალიზაცია და ბედნიერები ვიქნებით, თუ ბავშვებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ", - აღნიშნა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პარტნიორები იყვნენ: "კამპა", "პალიტრა მედია", თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, "Lo Vision", Royal Group, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.
სპორტული ტურნირი მერიის წარმომადგენლებმა მოიგეს, მეორე ადგილზე გავიდა საინფორმაციო პორტალი "24 საათი", ხოლო მესამე იყო "რუსთავი 2"-ის გუნდი.