საინტერესო შეხვედრამ ჩვეულებრივზე დიდხანს გასტანა და ორმხრივ დისკუსიებში ჩაიარა.
შიო ხეცურიანი:
"ჟურნალისტებთან ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი კითხვა დაისვა და ვეცადეთ, მაქსიმალურად ამომწურავად გვეპასუხა. ჩვენთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების სტრატეგიის დახვეწის მიზნით."
მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი):
"ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო
ბევრ საკითხთან მიმართებაში, შიო ხეცურიანის ხედვა პროგრესული და ნოვატორულია. ვიმედოვნებ, რომ სხვა კანდიდატებიც გამართავენ მსგავსი ფორმატის შეხვედრებს და საკალათბურთო საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს".