"ევროპული ღირებულებები მტკიცებას არ საჭიროებს" - თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
"დი­ნა­მო თბი­ლი­სი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს უჭე­რენ მხარს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მტკი­ცე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს.

"ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი - ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია. ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი კი, რო­მელ­ზეც ვდგა­ვართ, მტკი­ცე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ტი­ტუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას, ჩვე­ნი ლე­გენ­დე­ბის და წი­ნაპ­რე­ბის მო­ტა­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყით ვიხ­სე­ნებთ და ვუ­ყუ­რებთ. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლია!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ დე­და­ქა­ლაქ­ში მარ­ში გა­ი­მარ­თა. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

მან "ინ­სტაგ­რა­მის" "სთო­რი­ში" აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამას­თან, "ფე­ის­ბუქპოს­ტი" და­წე­რა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მა­მამ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პა­შია. ამის შემ­დეგ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თქვა, რომ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მამა ნა­ცია.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 64 /
პოლიტიკას და ფეხბურთელს რომელსაც სამოქალაქო აქტივობებში მიღების უფლება აქვს როგორ გაყოფთ ერთმანეთისგან. დარწმუნებული ვარ ქვეყანაში რომ ომი დაიწყოს პირველი ის ადამიანი იქნება რომ იტყვის ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში, ავსტრიაში, გერმანიაში და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში ფეხბურთის თამაშს დაანებეთ თავი და ჩამოდით იომეთო. ყველაზე სამწუხარო ისაა რომ ის ვაი პოლიტიკოსები, ნაცები, ქოცები, გირჩები და კიდევ ბევრი სხვა, ვაი პატრიოტებთან ერთად დაიმალება იმ ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში და კიდევ სხვა ქვეყნებში. თუ ვინმე ურევს პოლიტიკას სპორტში პირველი კალაძეა. მეორე ის ვინც ფიქრობს რომ საქართველოს მოქალაქე ფეხბურთელს, მოქანდაკეს, მღებავს არ აქვს უფლება თქვან ის რასაც ფიქრობენ. 3 მილიონიან ქვეყანაში სადაც ნახევარი მილიონი სპორტითაა დაკავებული 200 ათასი მშენებლობით, 800 ათასი ვაჭრობით, 800 ათასი პენსიონერი, 500 ათასი ემიგრანტი, 800 ათასი უმუშევარი და 200 ათასი სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანით, ვინ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი? იმ 800 ათასმა უმუშევარმა სადაც 200 ათასი ნარკომანია? იმ 200 ათასმა სახელმწიფო მოხელემ? ყველამ რომ თქვას მე რა მენაღვლება ეს ქვეყანა ვისი იქნება? ვინ მიხედავს თუ არა 3 მილიონმა ქართველმა? ცნობისთვის
3 700 000 ქართველი ვართ და 700 ათას ბავშვზე გვაქვს მისახედი. ასე რომ ყველამ ერთი ადგილი გაანძრიეთ და ქვეყანას მივხედოთ. პოლიტიკოსსაც ეხება პრემიერ მინისტრის ჩათვლით, ოპოზიციას ყველაზე დაბალ რეიტინგის მქონეს, მოხელეს ფეხბრთელს, მოჭიდავეს, მსახიობს, უმუშევარს,მუშას, ვაჭარს და არ ვიცი კიდე რას საქმიანობთ ხალხს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ნუ იძახით რომ ვინმე ნუ ერევით პოლიტიკაშიო. საქართველო არც ქოცებისაა არც ნაცების არც გირჩების არც ახლების და არც არცერთი პარტიიის, საქართველო ქართველი ხალხისააა შეუშვით ეს ტვინებში და ქვეყანა წაიყვანეთ ნამდვილი ცხოვრების მიმართულებით.
roma
01:47 12-04-2024
0
ჩემი აზრით სპორცმენი საერთოთ არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში...ნებისმიერი პოლიტიკოსები ხალხს იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის.
გიო777
20:54 11-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული