დღის სუპერგოგონა: "მის სერბეთი", რომელიც მთვრალმა რონალდინიომ "შეაბა" [PHOTO]

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ნახევარმცველი რონალდინიო, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ფლუმინენსესთან" კონტრაქტი გაწყვიტა, როგორც ჩანს, არცთუ ძალიან ნაღვლობს უმუშევრად დარჩენის გამო. 35 წლის რონი თავისუფალ დროს საფეხბურთო მოედნის მიღმა, მაგრამ რაც მთავარია, საინტერესოდ ატარებს.

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი ვარსკვლავი ახლახან დუბაის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეამჩნიეს. თურმე ფეხბურთელმა იქ ზედიზედ ორი ღამე სერბ მოდელ ელენა მარკოვიჩთან ერთად გაატარა. ბრაზილიელი დამთვრალა და საცეკვაო მოედანზე ნარნარს არც კამერების თანდასწრებით მორიდებია.

რონალდინიოზე ახალი რაღა უნდა გითხრათ, აი, ელენა კი "მის სერბეთის" (2009) ტიტულის მფლობელია და ნამდვილად
იმსახურებს იმას, რომ მისი ფოტოგალერეა "დღის სუპერგოგონაში" წარმოგვედგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ რას დაგაშტიმიებდა თვალეებსსს...:დდ
zura kiknavelidze
18:46 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული