დღის კარიკატურა: სოსო ჯაჭვლიანის "საჩუქარი" მკლავჭიდელებს

AutoSharing Option
ბოლო დროს ქართულ სპორტულ ფედერაციებში სკანდალებითა და დაპირისპირებებით "განებივრებულები" ვართ. ახლახან დაძაბულობა იყო ჩვენს ფეხბურთში, რაგბიში, ძიუდოში... და აი, ახლა წყალი მკლავჭიდშიც აიმღვრა. სპორტსმენები მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს დაუპირისპირდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს.

რა თქმა უნდა, ფაქტი უსიამოვნოა, მაგრამ არის ერთი დეტალი, რამაც ღიმილი მოგვგვარა - მკლავჭიდელებმა ბატონ სოსოს "ცოდვა" გაუმხილეს - მალაიზიაში ჩემპიონატზე ჩასული საქართველოს ნაკრები საროსკიპოში დააბინავაო...

მტყუან-მართლის გარკვევა და
სიმართლის დადგენა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ჩვენი რუბრიკიდან გამომდინარე, სახუმარო ამბავი კი ნამდვილად არის. წარმოდგენაც კი "შოკისმომგვრელია" იმისა, თუ რა ჭკუაზე (და ჯანზეც) დადგებოდნენ ქართველი მკლავჭიდელები მალაიზიელი ტურფების გარემოცვაში.

და იქნებ ფედერაციის პრეზიდენტის ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად?
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტეონა გაცნობაილება
teona
04 მარტი 2016 11:33
0
ეგ სპეციალურად გააკეთა მაგათ ფული არ ექნებათ და მაჯას ავარჯიშებენ ტურნირის წინო
me
17 თებერვალი 2016 16:51
0
ყველა ახალგაზრდა ნატრობს მასეთ ზავედენიებში მოხვედრას, თქვენ კი მკლავჭიდელებო, აპროტესტებთ? მადლობის მაგიერია!!! კარგით რა!!!
კალე
17 თებერვალი 2016 15:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული