მელდონიუმზე ჩავარდნილი სპორტსმენების სია 99-მდე გაიზარდა

AutoSharing Option
აკრძალულ პრეპარატ მელდონიუმზე ჩავარდნილი სპორტსმენების სია 99-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო AP-ს აცნობა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენ ნიკოლსმა.

ლაპარაკია იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც დოპინგ-ტესტები ჩააბარეს 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ, როცა მელდონიუმი აკრძალული პრეპარატების სიაში შეიტანეს.

ამ მომენტისთვის, ცნობილია 12 სპორტსმენის გვარი. მათ შორის რვა რუსია: ედუარდ ვორგანოვი (ველოსპორტი), ეკატერინა ბობროვა (ფიგურული ციგურაობა), მარია შარაპოვა (ჩოგბურთი), პაველ კულიჟნიკოვი (ციგურებით რბენა), სემიონ ელისტარტოვი (შორტ-ტრეკი), ეკატერინა კონსტანტინოვა (შორტ-ტრეკი), ალექსანდრ მარკინი (ფრენბურთი) და ედუარდ ლატიპოვი (ბიატლონი).

გარდა ამისა, დადებითი სინჯი ჩააბარეს შვედმა
მძლეოსანმა აბება არეგავიმ, ქართველმა მოჭიდავემ დავით მოძმანაშვილმა და უკრაინელმა ბიატლონისტებმა - ოლგა აბრამოვამ და არტიომ ტიშჩენკომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული