ამით ფედერაცია მათ დამატებით შანსს აძლევს ნაკრებში მოსახვედრად, თუმცა ამჯერად კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა - გამარჯვებულები 4-5 მარტს პოლონურ კატოვიცეში "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებენ. ამასთან, ამ შეჯიბრებით დაკომპლექტდება საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე კლუბები - აქაური მედალოსნები დაემატებიან ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორებს.
ბუნებრივია, ამ ტურნირის საერთო დონე ჩამორჩება ეროვნული ჩემპიონატისას, თუმცა საინტერესო ფალავნები და საინტერესო შეხვედრები გუშინაც იყო. გამოვლინდნენ ახალი კადრები,
ასეთთა შორის, უპირველესად, 81 კილოგრამის ჩემპიონს, საქართველოს აბსოლუტურ ფალავან გიორგი კაციაშვილს დავასახელებთ, ვინც მართლაც რომ მაღალი დონის ათლეტია.
თუმცა სხვა ახალგაზრდებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი. თუნდაც - ონისე სანებლიძემ 90-ში, რომლებსაც წინ ახალი ასპარეზი ელოდებათ.
საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ძიუდოში
60 კგ.
1. ლაშა ჩადუნელი; 2. თემურ ნოზაძე; 3. ივანე ხუბაშვილი, ირაკლი კუპატაძე.
66 კგ.
1. ნიკოლოზ ჭიკაიძე; 2. გელა კელიხაშვილი; 3. ვანო თოთლაძე, გიგა ბერიაშვილი.
73 კგ.
1. ზვიად კაპანაძე; 2. ანზორ ხმიადაშვილი; 3. გიორგი ხმელიძე, ბექა უდესიანი.
81 კგ.
1. გიორგი კაციაშვილი; 2. თენგიზ პაპოშვილი; 3. ვანო ჩურჩხელაშვილი, ლევან გუგავა.
90 კგ.
1. ბექა მიქუტიშვილი; 2. გიორგი გულიაშვილი; 3. თორნიკე ჯუღელი, ვასილ ბალაბანიშვილი.
100 კგ.
1. ონისე სანებლიძე; 2. ზაურ მამარდაშვილი; 3. დავით რამაზაშვილი, გიორგი კობაიძე.
+100 კგ.
1. რევაზ წულუკიძე; 2. გიორგი ბოლოთაშვილი; 3. ამბროსი კონკროშვილი, თამაზ ჯავახიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"