ადამ ოქრუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა

AutoSharing Option
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 31 აგვისტოს უმედლოდ დავრჩით - ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ტუნისელ ფაიცელ ჯაბალანთან იპონით დათმო.

ამ დღეს წარუმატებლად იასპარეზა ლომერ ჟორჟოლიანმაც (100), რომელიც მერვედფინალში ევროპის პრიზიორ ფრანგ სირილ მარესთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, ნახევარფინალში მძიმეწონოსანი ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ტედი რინერთან დამარცხდა, რომელიც გახდა კიდეც ამ წონითი კატეგორიის გამარჯვებული.

მეოთხედფინალში ოქრუაშვილმა რუსი ალექსანდრ მიხაილინი დაამარცხა, რომელსაც 4 გაფრთხილება მიაღებინა. მანამდე კი სამოელ დერეკ სუას და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის იპონებით აჯობა.

ამრიგად, ინდივიდუალურ შეჯიბრში
საქართველოს ნაკრების მონაგარი ორი ვერცხლის მედალია - შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეიროში ვიცე-ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი 1 სექტემბერს, გუნდური პირველობით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პედერაზიის პრესიდენტის ბრალია ვერ აკსევს კურადგებას რადგან 2 კურდგლის მადევარია.
akaki sepasvili
20:18 01-09-2013
0
მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის სულ იყო აქილევსის ქუსლი. მიუხედავად ძიუდოში ჩვენი წარმატებებისა მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ჩვენი სპორტსმენები მხოლოდ 6-ჯერ თუ 7-ჯერ იყვნენ. ასე რომ საკმაოდ წარმატებული გამოსვლა იყო.
aqvsenti
18:40 01-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული