ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55), გიორგი კურტანიძე (66), ბექა მამუკაშვილი (84), გიორგი ბარბაქაძე (96) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. მეორე ადგილზე ლერი აბულაძე (66) გავიდა, ხოლო მესამეპრიზიორი რამაზ სილაგავა (55) გახდა.
როგორც ვხედავთ, 66 კილოგრამში ქართული ფინალიც გაიმართა, სადაც კურტანიძემ იმარჯვა. თუმცა ის ამ წონის და ამ გუნდის
მოსალოდნელი იყო წურწუმიას და პატარიძის გამარჯვებები, როგორც გუნდის ლიდერების და გამოცდილი წევრებისა, ბარბაქაძე და მამუკაშვილი კი შედარებით ახლები არიან.
ცალკეა აღსანიშნავი პატარიძის ფინალური გამარჯვება იტალიელ ლუკა გოდინოსთან, ვინც სულ რაღაც 42 წამში ბეჭებზე დააწვინა. ჩვენებურმა პირველი ქულა მე-15 წამზე მოიპოვა, როცა მეტოქემ დგომში ჯვარედინ მოვლებაზე შეკვრის საშუალება არ მისცა და გარეთ გავიდა - 1:0.
გოდინომ ერთხელ კი დაიძვრინა თავი მინიმალური დანაკარგით ამ ფანდისგან, თუმცა "კოკამ ყოველთვის არ მოიტანა წყალი" და სწორედ ეს ილეთი გახდა პატარიძის სავიზიტო ბარათი: განახლებისთანავე მოახერხა "ჯვარზე" შეკვრა და მეტოქე 2-ქულიანზე გადააგდო, მალევე კი ისევ გაიმეორა ის გდება, ოღონდ ბევრად უფრო დახვეწილად: ამჯერად დიდი ტრაექტორიით დაიქნია, 4-ქულიანზე და იქვე ბეჭებზეც დადო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"