- კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ძველი ტურნირის ახალი სიცოცხლე
რა მოეწონათ და რითი დარჩნენ უკმაყოფილონი, ვის გამოარჩევდნენ შეგირდებიდან და რა გრაფიკით მოემზადებიან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ამაზე ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარები ვთხოვეთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბექა როყვას.
- შეჯიბრება ნამდვილად კარგი გამოვიდა, რადგან
საერთო ჯამში, ჩვენი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვარ - 5 ჩემპიონი გვყავს, ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
ეს შეჯიბრებაც ამ მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო და სპორტსმენებმა სამწვრთნელო შტაბის დავალებები, ძირითადად, კარგად შეასრულეს. ამავდროულად, ეს იყო ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ზოგიერთ წონაში გამოვლინდნენ ლიდერები, თუმცა მათ მომავალშიც შევხედავთ და დავაკვირდებით მომდევნო შეკრებებსა თუ ტურნირებზე. თან სამწვრთნელო შტაბთან გავივლით კონსულტაციებს და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით გუნდის შემადგენლობაზე.
საბედნიეროდ, ამ ტურნირზე ახალი კადრებიც გამოჩნდნენ, ბევრმა იჭიდავა კარგად, თუმცა ამჯერად კონკრეტულად არ დავასახელებ არავის, არ გამოვყოფ რომელიმეს. მთლიანობაში, ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და ჭიდაობის ხარისხი კარგი იყო - მთავარიც ესაა.
მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებლად თვის ბოლოს ბაკურიანში გავემგზავრებით, მერე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი და ბაქოს "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური შეჯიბრებაა, ოღონდ იქ გასაგზავნ შემადგენლობებს ბაკურიანის შეკრების მერე გამოვაცხადებთ - მანამ შევხედავთ, დავაკვირდებით ბიჭებს, ვინ როგორ ფორმაში იქნება და ვის დასჭირდება საშეჯიბრო პრაქტიკა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"