![](https://sportall.ge/pictures/image31/8eccc3d29eeb63d93d71391126b9ae2a.jpg)
დავით ლორიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობა 2015 წლის ნოემბერში მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკაში რომ შემთხვევით არ მოუპოვებია, ეს მან ამჯერადაც დაამტკიცა ბარნაულის ხალიჩაზე, სადაც ვარსკვლავთა ამ უნიკალურ ტურნირზე 5 ქვეყნის 11 უძლიერესი სამბისტი იბრძოდა გამარჯვებისათვის.
პირველ შეხვედრაში ჩვენმა ჩემპიონმა 6:0 სძლია
დავით ლორიაშვილი "ჩემპიონთა თასის" ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ბელორუს ანდრეი კაზუსენოკს დაუპირისპირდა. გამოცდილი მეტოქე 3:1 დაამარცხა და "ვარსკვლავთა ტურნირზე" ოქროს მედალს და სოლიდურ ფულად პრიზსაც დაეუფლა.
მედგრად მებრძოლ ქართველ სამბისტს ბარნეულის სპორტკომპლექს "პობედაში" იქაური ქომაგებიც კი გამოუჩნდა, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ ქართველ ჩემპიონს.
![დავით ლორიაშვილმა რუსეთში გამართულ სამბისტთა "ჩემპიონთა თასზე" გაიმარჯვა Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/3fed3638dc53a5a0785a76ac6ca55b4c.jpg)
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"