სუმო. ნაცუ ბაშო. 14-28 მაისი: წყვილი მარცხი წყვილი გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
ტოკიოში "ზაფხულის ბაშოს" მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოკურიდაშით წააგო შოჰოზანთან. ეს ჩვენებურის მეორე მარცხია ბაშოზე, მას 4-2 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-11 მაეგაშირა იშიურაა. ბაშოს კი 6-0 ბალანსით ორი მონღოლი დიდი ჩემპიონი ლიდერობს, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი.

წააგო ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). ის კიოკუშუჰოსთან დამარცხდა ჰატაკიკომით. გაგამარუს 4-2 ბალანსი აქვს. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ჩიომარუა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული