ევროპის ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს იაკობიშვილი და ოდიკაძე იბრძოლებენ

AutoSharing Option
დღეს, 3 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 65 და 97 კგ-მდე წონითი კატეგორიის ვაჟები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის, შესაბამისად, ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე იბრძოლებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი იყო. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან დავით მარსაგიშვილმა (86) გაუშვა.

- ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი

ვიგემებთ პერიცას?
იაკობიშვილი რთულ ბადეში მოხვდა, რადგან ამ მხარეს
არიან აზერბაიჯანელი გიტინომაგომედ გაჯიევი, რუსთა ევროპის ორგზის მედალოსანი ილიას ბეკბულატოვი და თურქი მუსტაფა კაია. ოღონდ ჩვენებურთან შეხვედრამდე აზერბაიჯანელისა და რუსის გზები ერთმანეთში იკვეთება, თურქი კი მესამე წრეში, მეოთხედფინალში გველოდება.

იაკობიშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე მასპინძელ პერიცა დიმიტრიევიჩს დაეჭიდება, ამ წყვილში მოგებულს კი სომეხ ნარეკ სირუნიანსა და გერმანელ ალექსანდერ სემისოროვს შორის უმჯობესი შეხვდება.

ოდიკაძის შანსი
ევროპული თამაშების ფინალისტი და კონტინენტის ბრინჯაოსმედალოსანი ოდიკაძეც საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს შეჯიბრებას და მასაც თითქოს არანაკლებ რთული წილისყრა ერგო - მის მხარეს მოხვდნენ აზერბაიჯანელი და თურქი მეტოქეები. სამაგიეროდ, ასცდა რუსთა ჩეჩენი მსოფლიოს პრიზიორი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანზორ ბოლტუკაევი.

წილისყრის მთავარი საჩუქარიც ესაა, რადგან პრეზიდენტ რამზან კადიროვის პირადი დაცვისა და ჩეჩნური სპეცრაზმის უფროსი ათმაგად საშიშია, ვიდრე უტიტულო აზერბაიჯანელი ასლანბეკ ალბოროვი ან 30 წლის თურქი რიზა ილდირიმი. ალალად რომ ვთქვათ, წილისყრამ გაგვიმართლა, რადგან ეს ბოლო ორი ძლიერ საჭიდაო ქვეყანას კი წარმოადგენს, მაგრამ მათი სპორტული ფორმისა რა გითხრათ...

ოდიკაძე თავდაპირველად გერმანელ გეორგ გაბრიელ სერეგელის შეხვდება, მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი უნგრელ ატილა სზმიკსა და მოლდოველ ნიკოლაი ცებანს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

ჩვენებურის გზა ამის შემდეგ - მესამე წრეში, მეოთხედფინალში იკვეთება ალბოროვთან, თუმცა მას იქამდე გასასვლელადაც რთული ბადე ელოდება - ბოლო წლებში მოყოჩაღებული ალბანელი ეგზონ შალა და სომეხთა ქართული წარმოშობის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი კეტოევი. ილდირიმი ნახევარფინალამდე არ ხვდება, თუმცა ოდიკაძე თუ ჩვეულ ფორმაშია, ფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაივ–სთრიმი არ ირთვება
დათო
12:29 03-05-2017
0
დამარცხდა ჩევენი ოდო თურქთან
gela
15:10 03-05-2017
0

სიახლეები პოპულარული