15:20 30-01-2015
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე კოზმავა-ზოლოტარევის წყვილის დებიუტი შედგა [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილისთვის ევროპის ჩემპიონატი სადებიუტოა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა.
მათ პირადი რეკორდი გააუმჯობესეს და მოკლე პროგრამაში 40.20 ქულა დაიმსახურეს. თუმცა ამ შედეგით ტატიანამ და ალექსანდრემ 27-ე ადგილი დაიკავეს და კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხეს.
ტატიანა 1996 წელს თბილისში დაიბადა, ხოლო ალექსანდრი - 1995 წელს ტომსკში. მათი მწვრთნელები იგორ ლუკანინი და კრისტენ ფრეიზერი არიან.
აქვე გეტყვით, რომ წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ქალებში ელენე გედევანიშვილი ასპარეზობს. მან მოკლე პროგრამაში მე-19 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. გედევანიშვილი თავისუფალი პროგრამით 31 იანვარს წარდგება.
რაც შეეხებათ ლიდერებს, პირველ ადგილს 71.06 ქულით ფრანგები - გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ ციცერონი იკავებენ; მეორე ადგილზე რუსები - ელენა ილინიხი და რუსლან ჟიგანშინი არიან 69.94 ქულით, ხოლო მესამეზე იტალიელი წყვილი - ანა კაპელინი და ლუკა ლანოტე 69.63 ქულით.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში 28 იანვარს, სტოკჰოლმში დაიწყო.
ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამით მე-19 ადგილზე გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

