ალპინისტებმა მწვერვალ ჯავახიშვილის მარშრუტი "ფრიდონა" აირჩიეს. ის ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტია რეგიონში, მსგავსი სირთულის ზამთრის ასვლა ამ მხარეში ჯერ აქამდე არ გაკეთებულა.
საბოლოოდ ასვლამ სამი დღე გასტანა და უკვე 17 დეკემბერს ჯგუფი მშვიდობიანად დაეშვა. აღნიშნული ასვლა საკმაოდ რთული გამოდგა ალპინისტებისთვის, რის შესახებ უფრო დეტალურად ბლოგზე წაიკითხავთ. ასევე იხილეთ ავტორის მიერ მომზადებული ფოტოკოლაჟი.