"ტორონტოსა" და "ბოსტონის" სერიის მეოთხე მატჩში უხვგოლიანი პირველი და მეორე პერიოდის შემდეგ, გუნდებმა მესამე 20-წუთეულში "მშრალად" შეინახეს საკუთარი კარი და 3:3-ზე ოვერტაიმი დაინიშნა.
დამატებით დროში მატჩის გმირის სტატუსი გაიფორმა დავიდ კრეიჩიმ, რომელმაც ძირითად დროში დუბლი შეასრულა, ოვერტაიმში კი მცველ დიონ ფანოფის შეცდომით ისარგებლა და "ბოსტონს" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.
ახლა სერია ბოსტონში ბრუნდება, სადაც "დათვებს" პლეი ოფის მეორე რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვთ.
ტორონტო-ბოსტონი 3:4 (ო)
2:0, 1:3, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ლუპული-3 (კესელი-1, გარდინერი-2), 2:0 ფრანსონი-1 (ფრეზერი-1, ლუპული-1), 2:1 პ. ბერჟერონი-1 (ხარა-2, იაგრი-2), 2:2 კრეიჩი-3 (მარჩანდი-2, ხარა-3), 2:3 კრეიჩი-4 (ჰორტონი-2, ხარა-4), 3:3 მაკარტური-1 (ფრატინი-2, გარდინერი-3), 3:4 კრეიჩი-5 (ჰორტონი-3, ხარა-5).
სერია: 1-3
* * *
ამ სერიაში ოთხი მატჩი ჩატარდა და გუნდები ჯერ მხოლოდ საკუთარ მოედანზე იმარჯვებენ. "რეინჯერებმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს "მედისონ სკვერ გარდენში" და გაათანაბრეს სერიაში ანგარიში. მასპინძლებმა უფრო მეტჯერ დაარტყეს, უფრო მეტი ძალისმიერი ილეთი შეასრულეს, მეტი ჩაგდება მოიგეს და გაიმარჯვეს კიდეც 4:3. აღვნიშნავთ დერეკ სტეპანის თამაშს - ამ ჰოკეისტმა ზედიზედ მეორედ გაიტანა გამარჯვების შაიბა.
რეინჯერსი-ვაშინგტონი 4:3
1:0, 1:2, 2:1
გოლები: 1:0 ბ. რიჩარდსი-1 (ჰაგელინი-1, პიატი-2), 2:0 ჰაგელინი-2 (ბრასარი-3, ქლოუ-1), 2:1 მ. პერო-1 (ჯ. უორდი-2, ჩიმერა-2), 2:2 ბროუერი-1 (მაიკ გრინი-2), 3:2 ჟირარდი-1 (ბრასარი-4, ცუკარელო-3), 4:2 სტეპანი-2 (ჰაგელინი-2, კელეჰანი-2), 4:3 მ. პერო-2 (ელზნერი-1, ჯ. უორდი-3).
სერია: 2-2
* * *
ძალიან დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს "სენტ ლუისსა" და "ლოს ანჯელესს" შორის - ამ სერიაში არც ერთი მატჩი არ დასრულებულა ერთ შაიბაზე მეტი სხვაობით. გუნდებმა ორ-ორი საშინაო შეხვედრა მოიგეს და მეხუთე მატჩში სენტ ლუისში დაბრუნდნენ. "მეფეები" ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წუთზე ალექს პიეტრანჯელოს შორი მანძილიდან დარტყმული გაუშვეს - 2:2.
დამატებით დროში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ და მიაღწიეს კიდეც გამარჯვებას ვიაჩესლავ ვოინოვის ბრწყინვალე თამაშით. მცველმა ჯერ კარგად ითამაშა საკუთარ კართან, როცა შვარცს შეუშალა ხელი, შემდეგ კი კონტრშეტევაში ჩაება და კოპიტარის პასს შეუცვალა მიმართულება. "კინგზი" შინ საკუთარი მოედნის უპირატესობით ბრუნდება.
სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი 2:3 (ო)
0:0, 1:1, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ჯ. კარტერი-2 (მ. რიჩარდსი-4, დაუტი-2), 1:1 სტინი-3 (ჯეკმენი-1), 1:2 ჯ. კარტერი-3 (კოპიტარი-2, მ. რიჩარდსი-5), 2:2 პიეტრანჯელო-1 (შვარცი-1, ბეიკსი-1), 2:3 ვოინოვი-2 (კოპიტარი-3, ჯასტინ უილიამსი-1).
* * *
ამ სერიაში მესამედ დაინიშნა ოვერტაიმი. ამჯერად ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ამასთან, ორივეჯერ მდევრის როლში კალიფორნიელები იყვნენ და პალმიერისა და გეტცლაფის მონდომებით უპასუხეს ფრანცენისა და სამუელსონის გოლებს. მატჩის ბედი შეიძლებოდა მესამე პერიოდის ბოლოს გადაწყვეტილიყო, მაგრამ ბრწყინვალედ მოქმედებდნენ მეკარეები, განსკუთრებით, "დეტროიტის" კარის დარაჯი ჰოვარდი.
ოვერტაიმი უფრო მძლავრად "იხვებმა" დაიწყეს და პირველივე შეტევით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ალენმა ვერ გამოიყენა გეტცლაფის ბრწყინვალე პასი. სამაგიეროდ, 20 წამში ლავჯოის ჰქონდა შესანიშნავი გარღვევა, რომელიც ბონინოსკენ პასითა და ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 3:2 მატჩში და სერიაში "ანაჰაიმის" სასარგებლოდ.
ანაჰაიმი-დეტროიტი 3:2 (ო)
1:1, 1:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ფრანცენი-3 (ზეტერბერგი-2, ბრუნერი-3), 1:1 პალმიერი-2 (სტეკელი-1), 1:2 სამუელსონი-1 (ზეტერბერგი-3, დაციუკი-3), 2:2 გეტცლაფი-3 (ბოშემენი-2, სურეი-1), 3:2 ბონინო-3 (ლავჯოი-2).
სერია: 3-2
სამიდან ერთს აირჩევენ
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კიდევ ერთ ნომინაციაში გამოაცხადა პრეტენდენტები. წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის მიხედვით, "ვეზინა ტროფის" (საუკეთესო მეკარე) მაძიებლები არიან: ჰენრიკ ლუნდკვისტი ("რეინჯერსი"), ანტი ნიემი ("სან ხოსე") და სერგეი ბობროვსკი ("კოლამბუსი").
31 წლის ლუნდკვისტი 2011-12 წლების სეზონში ფლობდა "ვეზინა ტროფის". წელს შვედმა 43 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა დარტყმების 92.6 პროცენტი მოიგერია და საშუალოდ 2.05 შაიბა გაუშვა. ლუნდკვისტი მეხუთედ არის ნომინირებული საუკეთესო მეკარის პრიზზე.
29 წლის ნიემის წლევანდელი სტატისტიკა ასეთია: 43 მატჩი, 92.4 პროცენტი მოგერიება და 2.16 გაშვებული შაიბა.
ამ სამეულში ყველაზე კარგი სტატისტიკა 24 წლის რუს ბობროვსკის გააჩნია, რომელმაც 38 მატჩში დარტყმების 93.2 პროცენტი მოიგერია და 2.16 შაიბა გაუშვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: "სან ხოსე" მეორე რაუნდშია