სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

AutoSharing Option
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

1/2-ფინალში სანდრო რუსეთის წარმომადგენელთან, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოსპრიზიორთან, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსპრიზიორთან, 25 წლის კამილ იბრაგიმოვთან, რომელიც FIE-ს რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა, 11:15 დამარცხდა და მესამე პოზიცია დაიკავა.

ბაზაძემ იქამდე თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს 15:12, უნგრელ ტამაშ დეკშის 15:8, შემდეგ ასევე უნგრელ ანდრაშ სზატმარის 15:10 სძლია და მთლიანობაში ტურნირზე 9 მეტოქეს მოუგო.

ბაზაძე მიჯრით მესამედ გახდა ევროპირველობის ბრინჯაოსპრიზიორი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძლიერია ბაზაძე იბრაგიმოვზე და ევროპის ჩემპიონ ცაცია რუსზეც სწრაფია იბრაგიმოვისთვის უნდა მოეგო და ნოვოსიბირსკელსაც მოერეოდა..ეხ ნუგზარ ასათიანის ნაირი ჩემპიონები როდის გვყოლება....
Me var avad musaipi
11:43 20-06-2019
0
კადრები მაინც დადეთ საინტერესოა მაგის წესები.
ddgfdf
02:44 20-06-2019
0

სიახლეები პოპულარული