დანიის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ

AutoSharing Option
საქართველოსთან მატჩის წინ დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ის, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე მოწინააღმდეგე ნაკრებსაც შეეხო:

"ვფიქრობ, ვინ ვათამაშოთ ცენტრფორვარდის პოზიციაზე. იუსუფ პოულსენი ერთ-ერთი ვარიანტია.

მშვენიერი ატმოსფეროა, ჯერ არ გვივარჯიშია. ირლანდიასთან კარგად ვითამაშეთ, კარგი განწყობა გვაქვს და იმედია, ორშაბათს გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვერ გამოვარჩევთ კონკრეტულ ფეხბურთელებს, მთლიან გუნდს ვაფასებთ.

მიგვაჩნია, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. თუ მათ დროს და სივრცეს მისცემ, იციან ამის გამოყენება. ისინი კარგად თამაშობენ შეტევაში".

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას
მოგვიანებით ჩაატარებს.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან


მკითხველის კომენტარები / 21 /
ჰო პოტენციალი აქვთ თამაშის მარა ჰო არ გაოფლიანდებიან???
ევგენი ფაიზაღოვი
10 ივნისი 2019 11:12
0
ჩაკვეტაძეზე რა ისმის? როდის დაბრუნდება? დამიწერეთ რა.
კარგით რა
09 ივნისი 2019 22:04
0
გვაქეზებენ რომ შევუტიოთ და დაცვაში არ ჩავჯდეთ
David
09 ივნისი 2019 21:36
4
პონტი შემოგვიგდო, მაგრები ხართო თორემ ეშმაკმაც იცის მაგათი თავი და ჩვენ ნიჭიერტა, მაგრამ ზარმაცთა ხრიკებს როგორ გაუმკლავდნენ.
არ ავარდეთ და არ დაიჯეროთ, რომ მართლა მაგრები ხართ!!!
ჭანკვეტაძეს რაც შეეხება, ~~~კარგით რა-ს საპასუხოდ~~~~
ჭანკვეტაძე, ისევე, როგორც ანზორას დამტვრეული ფორდი, საახალწლოდ იქნება მწყობრში, მალიარკის გარეშე და შეეძლება აგორავოს ბურთი ბალკონში.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
10 ივნისი 2019 02:37
6
Eshmakuri fandia, rasec vaisi camoegeba :)) anu egoneba, rom drois da sivrcis gamokenebas shegvizgudaven. Am dros mgonia rom ybralod centrs cagvartmeven da kontrshetevebze itamasheben. Xaraishvili atamashet!!!
Gadasarevi giorgi
09 ივნისი 2019 21:31
3
Iqneb rogorme erti shevagdot.mere yvelaferi sheidzleba moxdes.
Niko
09 ივნისი 2019 19:44
6
ერთ სამ გოლს შეგიგდებენ და საკმარისი იქნება მაგი თქვენთვის
ioska
10 ივნისი 2019 13:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული