ოთარ კაკაბაძე: გვქონდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები...

AutoSharing Option
10 ივნისს დანიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად მსაჯის შეცდომებისა, მარცხის მასზე დაბრალებას აზრი არ აქვს.

"გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, თუმცა მთლიანობაში ჩვენს თამაშს უარყოფითად შევაფასებ.

საბოლოო ანგარიში ძალიან დასანანია. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯის შეცდომები გარდამტეხი იყო, მარცხს მას ვერ დავაბრალებთ, ამას აზრი არ აქვს.

გვქონდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები და მარცხი ამან განაპირობა" - განაცხადა კაკაბაძემ.

მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბილოსწინა, მეოთხე ადგილზე დაქვეითდა, მისი ადგილი კი სწორედ
დანიამ დაიკავა.

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altგურამ კაშია: გვაჯობეს, დავმარცხდით, მსაჯთანაც და დანიასთანაც

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

alt"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეხლა რა თქმა უნდა 8 ფეხბურთელი გვაკლდა და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა, ირლანდიის ნაკრები ჩვენზე უკეთესი გუნდი ნამდვილათ არ არის, მაგრამ გუნდს აქვს ხასიათი, ჟინი, გამოდის მოედანზე და ყველა ნაკრებისთვის ანგარიშ გასაწევია. მანდრაჟში თუ ხარ და გასახდელშივე წაგებაზე ფიქრობ ესე თამაშს ვერ მოიგებ და მოედანზე საცოდავად გამოიყურები.
1
ვაისი გასაგდებია.
1. ძლიერ გუნდებთან ფსიქოლოგიურად წინასწარ წაგებულია თამაშები.
2. მწვრთნელს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია.
3. მწვრთნელს უნდა უყვარდეს გუნდი. მისი გულშემატკივარი უნდა იყოს.
4. მილტონ ჰეიგს შეადარეთ ვაისი.
5. 1981-ში ლივერპული უფრო დიდი გუნდი იყო, ვიდრე დღევანდელი ბარსელონა, მაგრამ 3-0 მოიგო დინამომ სახლში, იმიტომ რომ მოსაგებად გადიოდა გუნდი ნებისმიერ მეტოქის წინააღმდეგ.
ქ. გ.
13:42 11-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული