საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს "ანორთოსისმა" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ის რამდენიმე დღეა ახალ გუნდთან ემზადება და ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ გუნდს და მიხარია, რომ მის მაისურას ვატარებ. ერთად ბევრ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ეს დიდი ისტორიის მქონე, კარგი გუნდია. მინდა ამ ისტორიის ნაწილი გავხდე. "ანორთოსისს" ძალიან, ძალიან მაგარი ფანები ჰყავს. ბევრჯერ მიყურებია მათი ქომაგობისთვის. მინდა, ჩემი თამაშით გაგახაროთ და ჩემი წარმატება თქვენი წარმატება უნდა იყოს".
ოქრიაშვილი ბოლოს "კრასნოდარში" ასპარეზობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
"ანორთოსისში" აგრეთვე გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და მურთაზ დაუშვილი ითამაშებენ, ხოლო მისი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.