ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მე-16 ტურში დუბლი შეასრულა და "სან ხოსეს" "ჰიუსტონ დინამოსთან" 2:0 მოაგებინა.
ვაკომ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა და კალიფორნიელები დააწინაურა. ხოლო 75-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლიც გაიფორმა. ყაზაიშვილს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო კარგი დრიბლინგის შემდეგ, თუმცა მეკარემ აჯობა.
ვაკო 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო "სან ხოსეს" მეორე ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა და საკუთარ გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა.
ყაზაიშვილისთვის ეს მე-5 გოლი იყო ბოლო 3 შეხვედრაში, ხოლო გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში დიდი პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა.
კალიფორნიული გუნდისთვის ეს სეზონში მე-6 გამარჯვება იყო და 22 ქულით დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში მე-6 ადგილზე არიან.
ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა და "სან ხოსე" თასის მერვედფინალში გაიყვანა [VIDEO]
უკვე მე-4 გოლი - ვაყო ყაზაიშვილმა აშშ-ში ისევ გაიტანა [VIDEO]