"გაბალამ" მერაბ გიგაური წარადგინა

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა "გაბალამ" ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მერაბ გიგაური წარადგინა.

26 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მერაბ გიგაურის კარიერაში ეს მეორე უცხოური კლუბია, 2011-12 წლებში ის პოლონური "იაგელონიას" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "გაბალას", იმ შემთხვევაში, თუ თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას მოახერხებს, სწორედ აზერბაიჯანულ კლუბს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ "გაბალაში" გიგაურს ქართველი ფეხბურთელი დავით ვოლკოვი დახვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული