"სან ხოსეს" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ყაზაიშვილმა ლოს ანჟელეს "გალაქსისთან" მოგებულ მატჩში (3:0) გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ჰიუსტონთან" მისი გოლი კვირის საუკეთესო ათ მომენტში მეორე ადგილზე გავიდა.
უკანასკნელ 4 შეხვედრაში ვაკომ 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.