10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.
13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.
"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ, მოულოდნელი გახლდათ.
30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
როლოვიჩის გოლი
38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.
ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.
სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.
კოხრეიძის ულამაზესი გოლი
შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.
კაკუბავას გოლი
აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო 0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)
შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი
საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი
"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...
ყველაფერი გამოგვივა, მთავარია ერთად და გულით ვაკეთოთ
მიდი გიო, მაგარი ბიჭი ხარ, ქართველი მესი ხარ.
არ მეგონა გასვლაზევე რომ გაანაღდებდნენ
კარგი გუნდი შეუკრიათ
და კიდევ - სასტიკად არ მომწონს ამ პუბლიკაციის სათაური. მეტი პატივისცემა გვმართებს მეტოქის მიმართ, თუმდაც შევძელით მისი დამარცხება...
ჩვენ ყველას უნდა გვიხაროდეს რომ ეს თამაში ღირსეულად მოიგო საბურთალომ