გიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიბრიშვილმა ტირასპოლის "შერიფთან" (3:0) სტუმრად მოგებული მატჩი შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ხარისხით და შედეგით კმაყოფილი ვარ. მით უფრო, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბევრ რამეში გაგვიმართლა. არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი. მაგრამ ბევრიც სწორად გავაკეთეთ და ეს შედეგიც აისახა. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი გამარჯვება გაუხარდა.

მეორე ტაიმში მეტოქემ ნახევარდაცვა გააძლიერა, ჩვენ კი დაღლა გვეტყობოდა და არ მინდოდა ცენტრში უპირატესობა დაგვეთმო. კაკუბავა მოედანზე ამიტომ შევიყვანე.

ჩემი
ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ მადლობა გადავუხადე. სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემთვის ყველა მოგება განსაკუთრებულად სასიხარულოა, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია. ეს ნახევარი გზაა, საბოლოო წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. წინ კიდევ ერთი, გადამწყვეტი მატჩია და მთავარია, თბილისშიც ასე ვითამაშოთ", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შემდეგ ეტაპზე გასვლა მჯეროდა, მარა სტუმრად მოგებას თან ასეთი ანგარიშით და რაც მთავარია ასეთი დამაჯერებელი თამაშით სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ყოჩაღ ჭიაბრიშვილს და ყოჩაღ ბიჭებს. არავითარი შიში და მოკრძალება, კვერცსებიანი ბიჭები ხართ. ფიფიამ დინამო შემაჯავრა. საბურთალოს ფანი გავხდი. მოველი რომ კიდევ მიბაძავენ ამ გუნდს, მჯერა ეს ბათუმის დინამო იქნება. შერიფი საბურთალოსათვის მაქსიმუმი არაა, მათ თამაში იგძნობოდა ეს. წარმატებას გისურვებთ.
Geo_Dinamo
11 ივლისი 2019 14:42
2
ყოჩაღ მწვრთნელს და ყოჩაღ ბიჭებს. არადა დარწმუნებული ვარ მოლდაველები ოცნებობდენ რომ საბურთალო შეხვედროდენ კენჭისყრაზე რაც აუხდათ მაგრამ თან როგორ გუშინ ანანეს ბიჭებმა. წარმატებები ჯგუფურში მენაე ნებისმიერ ევროპულ ლიგაზე.
roma
11 ივლისი 2019 13:44
0
Eseti kaci unda iyos nakrebshi da ara duraki vaisi.
Niko
11 ივლისი 2019 13:41
3
შედეგი რა თქმა უნდა მთავარია,მაგრამ ტაქტიკა,ლაღი თამაშით მიღებული სიამოვნებაც არა ნაკლები.რაღაცით წლევანდელი აიაქსი წარმომიდგა.მთავარია ქართული ვარსკვლავური სინდრომი არ დაგემართოდ და თავდაუზოგავი ვარჯიში გააგრძელოთ.ნახავთ თქვენი გადაბირების მსურველები რამდენი იქნება.
მაგარი იყო,ჩაგეთვალათ.
11 ივლისი 2019 12:53
0
კაი ფეხბურთი ითამაშეთ მალადეც საბურთალოს აბურთავა შერიფიი
შმაგი ლომთაძე
11 ივლისი 2019 12:52
0
კარგიააა. მიყვარს ობიექტური ხალხი.

დაღლა ჩვენც შევამჩნიეთ. კარგი ფიზიკის ტრენერი და ექიმი იშოვეთ. იქნებ ზაგრებსაც ჩავუტაროთ.
ჰაჰა
11 ივლისი 2019 11:34
3
ყველას გილოცავთ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
11 ივლისი 2019 11:34
0
დარწმუნებული ვარ აქ უარეს დღეში ჩავყრით მოლდაველებს.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა მაგარი მწრთნელია ჭიაბერაშვილი.ყოჩაღ რო პირველ ნომრად ათამაშა გუნდი.პირველი წუთებიდან უტევდა,შტურმიც იყო შერიფის საჯარიმოსთან.ერთი სიტყვით ყოჩაღ ბიჭებო.მთავარია შევინარჩუნოთ ეს შემადგენლობა და ლიგაც უეჭველი იქნება და იქნებ აღორძინებაც დაიწყოს!!!
Jordan Beli
11 ივლისი 2019 10:53
1
ჭიაბერაშვილი არა უგულავა
odala
11 ივლისი 2019 16:30
1
გილოცავთ საბურთალოელებო ჩეპიონთა ლიგაზე ასეთ დებიუტს, კიდევ ბევრ სასახელო გამარჯვებებს გისურვებთ მთელ გუნდს.
გიზოგ
11 ივლისი 2019 10:22
0
ვუყურებ და მსიამოვნებს რა კარგი გუნდი შენდება, იზრდება და ვითარდება, ამ გზით წარმატებაც მოვა და გულშემატკივარიც. ღმერთმა ქნას ეს უდავო აღმავლობა გაგრძელდეს და სხვა კარგი ქართული კლუბების (ამერი, ზესტაფონი, ტორპედო) ბედი არ გაიზიაროს საბურთალომაც.
დელისი
11 ივლისი 2019 10:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული