კარგი ამბავი "საბურთალოსთვის" - ზაგრების "დინამო" უეფამ დასაჯა

AutoSharing Option
"საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა და  აღნიშნულ ეტაპზე ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების "დინამოს" შეხვდება.

პირველი მატჩი 23 ივლისს თბილისში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 30 ივლისს ზაგრებში.

მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლავთ, რომ ზაგრების "დინამო" დასჯილია და უეფას ეგიდით გასამართ 2 მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ეს გადაწყვეტილება უეფას სადისციპლინო კომიტეტმა 2019 წლის 1-ელ აპრილს მიიღო, რისი მიზეზიც  ზაგრების "დინამოსა" და "ბენფიკას" შორის ევროპალიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მომხდარი დარღვევები გახლდათ.

იმ შეხვედრაში მასპინძელი ქომაგები რასისტული გამოხდომებით გამოირჩეოდნენ; ისროლეს ფოიერვერკი, რომელმაც ხელი
შეუშალა თამაშს; რეგულარულად ყრიდნენ სხვადასხვა საგანს მოედანზე და უსაფრთხოების ნორმებიც დაბალ დონეზე იყო დაცული. 

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონს არ ექნება წნეხი მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების მხრიდან და ეს გარკვეული შეღავათია.

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა უნდა ქნას საბურთალომ ჯგუფურ ეტაპზე? შერიფთან ძლივს იდგნენ ფეხზე, ვაი თქვენს პატრონს.
ვასო
20 ივლისი 2019 09:22
2
ზაგრების დინამოსთვის, ცარიელ სტადიონზე თამაშთან ერთად, 0:3 წაგება სამართლიანი სასჯელი ინებოდა. იმსახურებენ რომ საბურთალოსთან 0:3 წაგება ჩაეთვალოთ სახლში. როგორ შეიძლება რასისტული გამოხტომები გულშემატკივრების მხრიდან? სად გაგონილა ეს? შეშფოთებული ვარ პირდაპირ!
ლუკა კუ
18 ივლისი 2019 04:53
5
დინამოს წნეხს აბა კი გაუძლებს.. მე გულშემატკივრების მეშინოდა მაინც... -რამხელაა: როცა შტურმს მოუწყობ დინამოს მრავალფაზიანი შეტევებით, მომენტს მომენტზე ჰქმნი და გულშემატკივრების მონდომებული სტვენა-ყიჟინამ გოლი ვერ გაგატანინოს და პირიქით ზაგრების დინამოს უიშვიათესმა და უსუსურმა კონტრშეტევამ გოლი გაგვაშვებინოს. თან ხო ვიცი მსაჯიც იმათკენ იქნებოდა! კიდევ კარგი!
Forward
17 ივლისი 2019 17:12
13
აქ სულაც თავის მოედანზე იყო და საკუთარი მაყურებელი უჭერდა მხარს,მაგრამ კინაღამ..............ახლა პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება დასჭირდებათ, შიშის უგლვებელყოფა და მცირედი გამართლება, ძნელია,მაგრამ მომხდარა მსგავსი რამეები
gela 67
17 ივლისი 2019 17:09
0
პირველ თამაშში იმედია ვერ ჩამოგვწერენ..
ტტ
17 ივლისი 2019 15:48
0
ფაქტიურად მშობლიურ, ნაცნობ გარემოში მოუწევთ თამაში
QT
17 ივლისი 2019 14:44
0
ხო მაგრამ ზაგრები არც ჩხერიმელაა და არც ხობის კოლხეთი D.D.D.
ioska
24 ივლისი 2019 20:00
0
გამობრძმედილები არიან ქართული გუნდები ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშში :)
ლუკა კუ
18 ივლისი 2019 02:10
0
მონდომების, თავდადების, დისწიპლინის ხარჯზე შეიძლება ამ ბარიერის გავლა!
წარმატებები ბიჭებო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
17 ივლისი 2019 14:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული