რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში "უფა" საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" მაპინძლობს და ამ მომენტისათვის 2:1-ს ამარცხებს.
მასპინძელთა მეორე გოლი შეხვედრის მე-40 წუთზე საქართველოს ნაკრების წევრმა ჯიმი ტაბიძემ გაიტანა. ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო და მეტოქის კარი აიღო.